ჩეხეთში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქ ბრნოში ქვეყნის პრეზიდენტის მილოშ ზემანის გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში 100-ზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა. საპროტესტო აქცია ახალგაზრდული და სტუდენტური ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და პრეზიდენტის ბრნოში ვიზიტს დაემთხვა.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს წითელი ბარათები უჩვენეს. მომზადებულ ტრანსპარანტებზე იყო წარწერები: „სირცხვილია!“, „გადადექი!“, „ნაციის სირცხვილი!“. დაცვა პროტესტანტებს პრეზიდენტთან დაახლოებას უშლიდა და დემონსტრანტებს 15 მეტრის მოშორებით აკავებდა.