ნიგერიაში ორმაგი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ორმაგი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტი სავაჭრო მოედანზე შტატ ბორნოს ადმინისტრაციულ ცენტრში – ქალაქ მაიდუგურიში მოხდა. „იტარ-ტასის“ ცნობით, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის ორმა „კამიკაძე“ ტერორისტმა-ქალმა ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედა. ადგილობრივი მედიის ვარაუდით, ტერაქტის უკან, შესაძლოა, ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ იდგეს. დაჯგუფება მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლებას ებრძვის და თავს ესხმის როგორც ძალოვანებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას.
ცნობისთვის, ანალოგიური ტერაქტის შედეგად 25 ნოემბერს დაახლოებით 70 ნიგერიელი დაიღუპა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ ქმედებების მსხვერპლი 13 000 ადამიანი გახდა. მხოლოდ ნოემბერში კი „ბოევიკების“ მიერ ორგანიზებულმა ტერაქტებმა 300 ნიგერიელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები