კადიროვი ხალხს მოუწოდებს, ამერიკულ სოციალურ ქსელებზე უარი თქვან
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რომელიც სოციალურ ქსელ ინსტაგრამს იყენებს, ერთ-ერთ პოსტში ამერიკული სოციალური ქსელები გააკრიტიკა და ხელმომწერებს რუსეთის ინტერნეტპროდუქტებით სარგებლობისკენ მოუწოდა.
„მთელი რუსეთი აშშ-ს სოციალურ ქსელებში „ზის“ და მათი საფასურის გაზრდას უწყობს ხელს. ჩვენი „ვკონტაქტე“ მას არაფრით არ ჩამოუვარდება. მოდით, ნელ-ნელა მასზე გადავიდეთ“, – წერს კადიროვი.
გარდა ამისა, კადიროვზე დიდი შთაბეჭდილება ახალმა რუსულმა „იოტაფონ 2“-მა მოახდინა. ის ყველას ურჩევს რუსული პროდუქციის შეძენას იმისთვის, რომ არ დააფინანსოს აშშ.
„ვამაყობ ჩვენი გამომგონებლებით! და თქვენც გირჩევთ, „აიფონი“ არ იყიდოთ“ და სამამულო მწარმოებელს დავუჭიროთ მხარი, მით უმეტეს, როდესაც საუბარია საუკეთესო საქონელზე“, – წერს კადიროვი. კადიროვმა აღნიშნა, რომ რუსული სმარტფონი მას მისმა ნაცნობმა, ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა აჩუქა.