აშშ-ში დაღუპული მსახიობი პოლ უოლკერი გაიხსენეს

თაყვანისმცემლებმა ამერიკელი მსახიობის პოლ უოლკერის ხსოვნას პატივი მიაგეს და ვარსკვლავის პორტრეტთან სანთლები დაანთეს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ერთი წლის წინ საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა. ავარიის ადგილზე კალიფორნიის ქალაქ სანტა-კლარიტაში ყვავილებით ხელში 500 ადამიანზე მეტი შეიკრიბა. სპეციალურ სტენდზე თაყვანისმცემლებმა წარწერები დატოვეს.
უოლკერის მეგობრებმა და კოლეგებმა მსახიობი სოციალურ ქსელში გაიხსენეს. მაგალითად, ვინ დიზელმა საკუთარი ქალიშვილის და უოლკერის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „ის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, ჩემი ოჯახის წევრი ცხოვრების მიმართ ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულებით… ჩვენ გვენატრები, პაბლო“.
უოლკერის მამამ გამოცემა „ი-ონლაინთან“ საუბარში აღიარა, რომ დღემდე ვერ შეეგუა შვილის დაკარგვას. მისი თქმით, უოლკერის თაყვანისმცემლები ეხმარებიან, რადგან ხშირად რეკავენ და უსამძიმრებენ.
შეგახსენებთ, რომ უოკერი 2013 წლის 30 ნოემბერს დაიღუპა. მისი მანქანა ბოძს შეეჯახა და დაიწვა.

10836151_877485578958348_1450899074_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები