საფრანგეთში სტიქიამ 5 ადამიანი იმსხვერპლა, 3 000 კი ევაკუირებულია
საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 000-ზე მეტი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სტიქიის ზონაში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.
დაზარალებულ რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ისინი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ.
ქვეყნის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი დაზარალებულ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათ მთავრობა კომპენსაციას გადაუხდის.