“მივესალმები განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება. როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ნიჭიერება არის ის ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი, რომელზეც ოდითგანვე იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩვენი კულტურა.
“ჩვენი ხალხის ნიჭიერება ის ერთ-ერთი მთავარი კაპიტალია, რომელზეც ოდითგანვე იზრდებოდა და ვითარდებოდა ჩვენი კულტურა. განათლება და მეცნიერება, როდესაც ჩვენს სამშობლოს მსოფლიო რუკაზე წარმოვაჩენდით, ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი იყო. გელათისა და იყალთოს აკადემიები ეს ის უძველესი საგანმანათლებლო კერებია, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ. ამიტომ მივესალმები განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიმართ. მივესალმები ამ რეფორმების გაგრძელებას დასავლური ღირებულებების მქონე განათლების სისტემის შესაქმნელად“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები