“სანქცირების რეჟიმშიც კი გადავიდა აშშ იმ ცენზორების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, საკუთარი დღის წესრიგი შეიტანონ მსოფლიო პოლიტიკაში” – მათიკაშვილი

“დღეს ჩვენ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც სანქცირების რეჟიმშიც კი გადავიდა შეერთებული შტატები იმ ცენზორების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, საკუთარი დღის წესრიგი შეიტანონ მსოფლიო პოლიტიკაში, შეერთებული შტატების პოლიტიკაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

ის ეხმაურება საკითხს, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ოთხ წარმომადგენელს.

“მარკო რუბიომ ჩათვალა, რომ ამ პირების შესვლა შეერთებულ შტატებში იქნება საფრთხე აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის. ეს არის ხაზგასმა და კიდევ ერთი დასტური იმის, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ანტიდემოკრატიული ხაზი კვლავ გრძელდება, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ”, – ამბობს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები