პუტინი პოლიტპატიმრებისთვის საიდუმლო დაწესებულებას აშენებს (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მასობრივი პოლიტიკური რეპრესიებისთვის ემზადება, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „ობოზრევატელი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვთან პოლიტპატიმრებისთვის ბანაკის მშენებლობის ბრძანება გასცა. საიდუმლო დაწესებულების მშენებლობაზე სიუჟეტი „სოტნიკ ტვ“-მ და ჟურნლისტმა ალექსანდრე სოტნიკმა გადაიღო.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ობიექტი სტაროვარშავის გზატკეცილის 27-ე კილომეტრზე, სოფელ სახაროვოს შემოსასვლელშია განლაგებული.
ჟურნალისტები საიდუმლო ობიექტს 2-ჯერ ესტუმრნენ: 2014 წლის სექტემბერში და ნოემბერში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=JyBYKRyGj8A” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები