ტაქსისტი 16 საათი ატარებდა გარდაცვლილ გოგოს, რომელიც დაძინებული ეგონა
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ტაქსისტი გარდაცვლილ გოგოს 16 საათის მანძილზე ქუჩებში ატარებდა. მამაკაცი ფიქრობდა, რომ გოგონას უბრალოდ სპირტიანი სასმელის მიღების შემდეგ დაეძინა. როგორც ტელეარხი LifeNews–ი იტყობინება, გოგონამ თავის ნაცნობ ტაქსისტს სთხოვა ქალაქის ერთი რაიონიდან მეორეში გადაეყვანა. მგზავრობისას ის ცუდად გახდა და გაითიშა. მძღოლის თქმით, მან იფიქრა, რომ მგზავრს დაეძინა.
ტაქისის მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა და თავადაც გადაწყვიტა დასვენება. მეორე დღეს მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ გოგონას ისევ ეძინა. ტაქსის მძღოლი ქალაქის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში დადიოდა, მან მხოლოდ საღამოს ხუთი საათისთვის მოიფიქრა გოგონა მის დედასთან სახლში მიეყვანა.
ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს კი ახალგაზრდა გოგო უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
საგამოძიებო ორგანოში განაცხადეს, რომ ავტომობილში გვამის აღმოჩენის ფაქტზე ძიება მიმდინარეობს. გოგონას სხეული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. დაღუპულის სხეულზე ექსპერტებმა დაზიანებები ვერ აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი კუჭქვეშა ჯირკვალის ნეკროზი გახდა.