ბოკერია ელდარ რიაზანოვის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აკეთებს
ცნობილი რუსი კინერეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „რია–ნოვოსტის“ ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის სამცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა ლეო ბოკერიამ მიაწოდა.
„ელდარ რიაზანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მას სრულად აღუდგა საუბრის უნარი, ხელების მოძრაობა კი ნორმალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად მიუახლოვდა“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, 87 წლის ცნობილ რუს კინორეჟისორს რუსული მედიის ინფორმაციით, ინსულტი დაუდგინდა.