თეა წულუკიანი გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მიესალმება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, პრეზიდენტი არის გარანტი ქვეყნის შიგნით სიტუაციის სტაბილურობისა და სხვადასხვა ძალის ერთმანეთთან დაახლოებისა, შესაბამისად, მისი ინიციატივა გასაგებია.
“საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი კონსტიიტუციით არის ქვეყნის შიგნით ყველა ძალის გამაერთიანებელი ფიგურა. ის არის გარანტი ქვეყნის შიგნით სიტუაციის სტაბილურობისა და სხვადასხვა ძალის ერთმანეთთან დაახლოებისა, განსხვავებული აზრის ერთმანეთთან მორიგებისა, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთალიანობის გარანტი. აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია ის, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუმცა შეხსენება არ გვჭირდება. ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი და განა შეიძლება, რომ ამ საკითზე ვინმეს არ ჰქონდეს ერთი და იგივე აზრი საქართველოში, ამიტომ ჩვენ ვართ ამ თემაზე ერთიანი – იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიციის რომელიმე ნაწილი, არასამთავრობო სექტორი თუ რიგითი მოქალაქე, რომელიც 1990-იანი წლებიდან ზუსტად ისევე იბრძვის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, როგორც ნებისმიერი ხელისუფალი ამ ქვეყანაში, ამიტომ ეს ინიციატივა გასაგები, მისაღები და მისასალმებელია“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებაზე პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები