თინა ხიდაშელს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის მიმართ შენიშვნები აქვს

დეპუტატ თინა ხიდაშელს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წარდგენილ პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ხიდაშელისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამოცხადდეს ფარული მოსმენის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებად.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ნაჩქარევად მომზადდა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია დაბალანსებულად ორი ინტერესის დაცვა – სახელმწიფო უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების.
“როდესაც ასეთი ტიპის კანონპროექტებზეა საუბარი, შეუძლებელია ის იყოს კარგი პროექტი, თუ მხოლოდ ერთ ინტერესს ემსახურება. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ერთი ინტერესი რა არის, არ მესმის. წარმოდგენილი პაკეტით ცვლილება შედის სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში, რომლის მიხედვით სახელმწიფო საიდუმლოების ჩამონათვალს ფარული მოსმენები ემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, სასამართლოს საჯაროობა გარკვეულწილად პარალიზებული იქნება, რადგან ფარული მოსმენა, რომელიც საქმეს მტკიცებულებად უნდა დაერთოს, უკვე სახელმწიფო საიდუმლოება ხდება და საჯარო სხდომაზე ვერ იქნება განხილული”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები