დავით უსუფაშვილი მზად არის, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებში ჩაერთოს

რუსეთის ნაბიჯები არის მარცხისთვის განწირული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოსკოვსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. პარლამენტის სპიკერის თქმით, ის მზად არის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებში ჩაერთოს.
“როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს რომელიმე მოქალაქემ თქვას, რომ არ ჩაერთვება ამ პროცესში. საქართველოს მთელმა მოსახლეობამ რაც შეიძლება მყარად და მტკიცედ უნდა განვუცხადოთ ყველას, პირველ რიგში კი აგრესორს, რომ მისი ეს ნაბიჯები არის მარცხისთვის განწირული და რომ ჩვენ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები არასდროს არ შევეგუებით იმას, რაც სურს რუსეთს. ჩვენ შევეგუებით მხოლოდ იმას, რაც გვსურს ჩვენ და რაც ენდომება აფხაზ ხალხს, როცა მათ ექნებათ თავიანთი სურვილის თავისუფლად გამოთქმის და აღსრულების შესაძლებლობა”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები