უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იური დუმანსკი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „უნიან“ ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ დუმანსკისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სამოქალაქო კონფლიქტში სამხედროების ჩათრევა. “უკრაინაში არსებულ სამოქალაქო კონფლიქტში სამხედროების ჩათრევა ხდება, რაც მიუღებელია. ამან შესაძლოა მიგვიყვანოს როგორც სამხედროების, ისე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვამდე, რაც დაუშვებელია. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც მოქალაქის, ოფიცრის და ხელმძღვანელის, რომელიც პასუხისმგებელია თავის ხელქვეითებზე. ამიტომ ვტოვებ თანამდებობას”, – ნათქვამია გენერალ-ლეიტენანტ იური დუმანსკის განცხადებაში.