დავით ბაქრაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც განიხილეს ის პროექტები, რომელიც ევროკავშირის დახმარებით განხორციელდება.
“ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ამ ამპლუაში ეს არის ჩვენი პირველი ორმხრივი შეხვედრა. განხილული იყო ის პროცესი, რომელსაც საქართველო გადის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები