ანჯელინა ჯოლიმ სამსახიობო კარიერა დაასრულა
ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, კლეოპატრის როლი მის კარიერაში ბოლო იქნება. სამომავლოდ კი ჯოლიმ შესაძლოა, საქმიანობა რეჟისორის და მწერლის სახით განაგრძოს, – წერს ჟურნალი DuJour-ი.
„მე კამერის წინ თავი თვითდაჯერებულად არასოდეს მიგრძვნია და არასდროს მიყვარდა გადაღება. არასდროს მიფიქრია, რომ შევძლებ რეჟისორი გავხდე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ამას გავაკეთებ“, – თქვა ჯოლიმ. კითხვაზე, ასრულებს თუ არა ის სამსახიობო კარიერას, ვარსკვლავმა განაცხადა: „აბსოლუტურად“.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ჯოლის, როგორც რეჟისორის დებიუტი შედგა. მან ბოსნიაში სამოქალაქო ომის შესახებ ფილმი „სისხლის და თაფლის მხარეში“ გადაიღო. სექტემბერში კი მისი მეორე ფილმი – „გაუტეხელი“ გამოდის. ფილმი ამერიკელი სამხედრო მფრინავის შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხდება. ახლა კი ანჯელინა ჯოლი მესამე ფილმზე მუშაობს. ფილმის სამუშაო სახელწოდება „აფრიკაა“ და ის ცნობილი კენიელი პალეოანტროპოლოგისა და პოლიტიკოსის რიჩარდ ლიკის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.