ამერიკელი სამხედროები პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად რჩებიან

2015 წელს აშშ-ს ჯარები პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე რჩებიან. ეს ცვლილება რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის გამო მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს სახმელეთო ძალების მეთაურმა ევროპაში გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო კონტინგენტი პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის ტერიტორიაზე იმდენხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება „რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და აშშ-ს მეკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო კონტინგენტი რამდენიმე ასეული ჯარისკაცის შემადგენლობით, პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში 2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ანექსიის შემდეგ გაიგზავნა. ეს ნატოს მხრიდან რუსეთის აგრესიის შემთხვევაში დახმარების დადასტურება იყო. თავდაპირველად, გადაწყვეტილი იყო, რომ სამხედრო კონტინგენტი პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში 2014 წლის ბოლომდე დარჩებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები