ინტერნეტში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ვირუსი გაჩნდა – Financial Times
ინტერნეტში ჯაშუშური პროგრამა Regin გაჩნდა, რომელიც რუსეთის, საუდის არაბეთის, მექსიკის, ირლანდიის და ირანის საკომუნიკაციო კომპანიების და ინტერნეტ-პროვაიდერების მუშაობაში იქნება ჩართული. ამის შესახებ Financial Times იუწყება. კომპანია Symantec-ს სპეციალისტებით თქმით, Regin – დღესდღეობით არსებული ყველაზე სრულყოფილი ჯაშუშური პროგრამაა. ვირუსის საშუალებით მობილური კავშირის მსხვილი ოპერატორების სატელეფონო საუბრების მოსმენა და კომპანი Microsoft-ის სერვერებზე არსებული ელექტრონული ფოსტის წაკითხვა არის შესაძლებელი. Financial Times-ის ინფორმაციით, პროგრამა შესაძლოა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის შეკვეთით იყო შექმნილი. რომელ ქვეყანაზეა საუბარი, ამ ინფორმაციას გამოცემა არ ფლობს.