ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ
პრემიერმა დღეს ქედაში, კომპანია “ტრადიციული კახური მეღვინეობის” ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა.
“მინდა მოვუწოდო კერძო სექტორს, ბიზნესმენებს, აიღონ მაგალითი ამ კომპანიისგან. მე მათ მოვუწოდებ მეტი აქტიურობისკენ. ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უდგას კერძო სექტორს. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და პირობები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდანაა შექნილი, არის მართლაც უნიკალური”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქედაში გახსნილი ღვინის ქარხანა რიგით მე-80 საწარმოა, რომელიც 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დაფინანსებით გაიხსნა.
“2 წლის განმავლობაში 80 საწარმო დავაფინანსეთ და 490-ზე მეტმა საწარმომ შეძლო გადაიარაღება და განახლება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები