რესტორნებიდან “ჭაშნაგირი”, “თეთრი სახლი” ,”გაგრა” და “უშბა” საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის რესტორნებიდან საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რესტორნებში “ჭაშნაგირი” (შპს “გურთა”), “თეთრი სახლი” (შპს კამი-გრუპი”), “გაგრა” (შპს “კარაველა”) და “უშბა” (ი/მ “დინარა სულაქველიძე”) ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ფორმა #2, რაც იმის დასტურია, რომ ხორცი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხორცი დალუქეს და კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები