ვლადიმერ პუტინმა კარატეში მორიგ წარმატებას მიაღწია
რუსეთის პრეზიდენტმა კარატეში მორიგი დანი მიიღო. ორგანიზაცია „კეკუსინ-კან კარატე-დოს“ საერთაშორისო კომიტეტმა პუტინს მაღალი დონე – კეკუსინ-კანის მერვე დანი დაუწესა. ამის შესახებ „ლენტა.რუ“ იუწყება. შესაბამისი ოფიციალური წერილი პუტინს ორგანიზაციის პრეზიდენტმა კეკუსინ-კან ჰაცუო როიამამ გაუგზავნა.
იაპონიის ჩემპიონი როიამა მოსკოვში არაერთხელაა ნამყოფი. 2001 წელს მან პუტინს კეკუსინ-კანის მეხუთე დანი არგო. 2009 წელს კი პუტინის დონე მეშვიდე დანამდე აიწია. 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის დროს სახელობით კიმონო და შავი ქამარი მიიღო. ქამარზე ოქროს ძაფებით მისი სახელი იყო ამოქარგული.