სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და სხდომის დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს. აღნიშნული ფაქტი უცხოური მედიის ინფორმაციით ნიგერიაში მოხდა.
სესიაზე, სადაც ქვეყნის სამ შტატში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე კენჭისყრა მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაუშვეს, რათა მათ კენჭისყრის დროს უარის დაფიქსირების საშუალება არ მისცემოდათ.
არეულობის შედეგად, სენატის თავმჯდომარე იძულებული გახდა, სხდომა დახურულად გამოეცხადებინა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის სამ შტატში ტერორისტული დაჯგუფება “ბოკო-ჰარამის” გახშირებული თავდასხმების გამო იყო გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები