ყატარი რუსეთის მოქალაქეებს ვიზებზე მასობრივად უარს ეუბნება

ტურისტები რუსეთიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ყატარში ვიზებს ვერ იღებენ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„ნოემბერში 9 – კაციანი ჯგუფი გვყავდა, ვიზა არც ერთს არ გასცეს. მიზეზებს არ ასახელებდნენ, თუმცა არაოფიციალურად ყატარში ამას პოლიტიკურ ვითარებას აბრალებენ“, – განაცხადა კომპანია „გლობუს-ტურის“ მენეჯერმა მარია როგოვამ. ტუროპერატორ „ასტრეველის“ წარმომადგენლის ეკატერინა კომაროვას თქმით, ბოლო 3 თვეა ყატარი რუსეთის და დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებს ვიზებს მიზეზების დასახელების გარეშე არ გასცემს. კომაროვამ აღნიშნა, რომ ყატარში მოხვედრა მხოლოდ ბიზნეს-ვიზით არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები