ობამამ მილიონობით არალეგალს აშშ-ში დარჩენის ნებართვა მისცა

ამერიკულ იმიგრაციულ სისტემაში რადიკალური ცვლილებების გამო დეპორტაციას აშშ-ში არალეგალურად მცხოვრები თითქმის 5 მილიონი ადამიანი აარიდებს თავს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამ რეფორმის ჩატარება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესის დადებითი შეფასების გარეშე გადაწყვიტა. საკუთარი გეგმების შესახებ ობამამ ტელემიმართვაში ისაუბრა. პრაზიდენტის განცხადებით, 200 წლის განმავლობაში ამერიკას სხვა სახელმწიფოების წინაშე დიდი უპირატესობა აშშ-ში საცხოვრებლად გადასულ ადამიანების მიმართ გახსნილობის გამო ჰქონდა. ობამას განცხადებით, ამან ქვეყანაში ადამიანებს მეწარმეობის სულის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა.
„თუმცა დღეს იმიგრაციის ჩვენი სისტემა არ მუშაობს. და ეს ყველამ იცის. ყველა რასის და ეროვნების მილიონობით იმიგრანტი ყოველ შტატში არალეგალურად ცხოვრობს. და მოდით გულწრფელები ვიყოთ, მათი გამოვლენა, დაჭერა და დეპორტირება – არარეალურია. ის, ვინც სხვა რამეს გეუბნებათ, ტყუის “, – განაცხადა ობამამ. აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ ადამიანებს დეპორტაცია არ ემუქრებათ. ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ არის მათთვის ამნისტია. „ჩვენ ველით, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, წესების შესაბამისად თამაშობენ. ჩვენ ველით, რომ ისინი, ვინც ამ ზღვარს გადადიან, არ იქნებიან დაჯილდოვებულნი არასამართლიანად. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ: თუ ამერიკაში 5 წელზე დიდხანს ცხოვრობთ, თუ შვილები ჰყავთ – ამერიკის მოქალაქეები და ლეგალური რეზიდენტები, თუ თქვენ დარეგისტრირდით, კრიმინალურ წარსულზე შემოწმება გაიარეთ, თუ თქვენ გადასახადების გადასახადად მზად ხართ – თქვენ შეძლებთ დროებითი საცხოვრებლის ნებართვის მისაღებად დეპორტაციის შიშის გარეშე მიმართოთ. თქვენ ჩრდილიდან გამოსვლას შეძლებთ და კანონის წინაშე სუფთა იქნებით“, – განაცხადა ბარაკ ობამამ. შეგახსენებთ, რომ აშშ ყოველწლიურად 400 000 ადამიანის დეპორტაციას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები