უკრაინა ევრომაიდნის წლისთავს აღნიშნავს: „შევხვდეთ ერთმანეთს თერმოსებით, ბუტერბროდებით და ცვლილებების რწმენით”

დღეს, 21 ნოემბერს, უკრაინაში ევრომაიდნის წლისთავს აღნიშნავენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიევის მოსახლეობა დამოუკიდებლობის მოედანზე 19:00 სათზე შეიკრიბება.
„2014 წლის 21 ნოემბერს – ევრომაიდნის წლისთავია. შევხვდეთ სტელასთან? როგორც ერთი წლის წინ, ცვლილებების რწმენით და პოლიტიკური დროშების გარეშე. თერმოსებით და ბუტერბროდებით“, – დაწერეს აქციის ორგანიზატორებმა ფეისბუქში.
შეგახსენებთ, რომ ევრომაიდანი 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო. კიევის აქტიური მოსახლეობა დედაქალაქის ცენტრში გამოვიდა და უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შეჩერებას აპროტესტებდნენ. გრძელვადიანი აქციები მსხვერპლით და უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დამთავრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები