ინგლისის ღირსშესანიშნაობა, ვესტმინსტერის სასახლე დანგრევის პირასაა

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, ვესტმინსტერის სასახლე დანგრევის პირასაა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, შენობის რეკონსტრუქციისთვის, სადაც ამჟამად ქვეყნის პარლამენტია განთავსებული, 4,7 მილიარდი დოლარია საჭირო. ავარიული შენობის კაპიტალური რესტავრაცია ბოლოს 1950-იან წლებში განხორციელდა. სპეიალისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ფუნქციონირებას სხვაგან განაგრძობს, აღდგენით სამუშაოებს, სულ მცირე, ხუთი წელი მაინც დასჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკონსტრუქციის ხანგრძლივობა ათ წელიწადზე მეტხანს გასტანს, რაც ისედაც დიდ ბიუჯეტს კიდევ უფრო გაზრდის.
ნაგებობის სარდაფი სავსეა აზბესტით, დაძველებული გაყვანილობითა და ელექტროკაბელებით. ყოველწლიურად შენობის ფუნქციონირებისთვის 47 მილიონი დოლარი იხარჯება.
ვარაუდობენ, რომ ვესტმინსტერის სასახლის რეკონსტრუქციის ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ 2015 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს სარესტავრაციოდ საჭირო კოლოსალური თანხა საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები