სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორნები, კაფეები და საშაურმეები დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კვების პროდუქტებისა და ობიექტების 3500 – მდე საწარმოში ინსპექტირება განახორციელა. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დარღვევები უმეტესად საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რესტორნებში, ბარებში, საშაურმეებში დაფიქსირდა.
ინსპექტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 98 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
„ ჩვენ საწაროებზე 1733 გეგმური, 475 არაგეგმური ინსპექტირება, 1210 კი გადამოწმება განვახორციელეთ. სულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა 3500- მდე ინსპექტირება. გამოვლენილი დარღვევების გამო ადმინისტრაციული სანქციებიც დაეკისრათ საწამოებს. სულ 281 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ეს არის არაკრიტიკული შეუსაბამობის გამო გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა. 176 დაჯარიმდა 400 ლარით, 17 ბიზნესოპერატორი – 1200 ლარით და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 98 ბიზნესოპერატორს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ესენია უმეტესად საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები, საშაურმეები, აგრარული ბაზრები და სკოლის „ბუფეტები“,- განაცხადა გიორგი მიქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები