“ტემპერატურა დაეცემა” – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. რაც შეეხება ჰაერის მოსალოდნელ ტემპერტურას, გვაზავას თქმით, დასავლეთ საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და 17 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერი 8-დან 10 გრადუსამდე გათბება. „ხვალ და ზეგ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, არამდგრადი ამინდები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ხვალ დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსიდან ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 8-10 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ყინვაა მოსალოდნელი“,-აღნიშნა დოდო გვაზავამ.