საფრანგეთში რიგით მეორე „მისტრალი“ წყალში ჩაუშვეს, თუმცა რუსეთისთვის მისი გადაცემა გადაწყვეტილი ჯერ არ არის

საფრანგეთში წყალში რუსეთისთვის აგებული რიგით მეორე „მისტრალი“  „სევასტოპოლი“ ჩაუშვეს. თუმცა ამ და რიგით პირველი გემის „ვლადივოსტოკის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „სევასტოპოლი“ წყალში სენ-ნაზერში იყო ჩაშვებული.
რუს მეზღვაურებს, რომლებმაც „მისტრალ“ „ვოსტოკზე“ გაიარეს სწავლება, მოულოდნელად გემზე ასვლა აუკრძალეს. ტელეკომპანია „როსია 1“-ის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება იმის გამო იყო მიღებული, რადგან ფრანგული მხარე შიშობს, გემის გატაცება არ მოხდეს. შიში იმდენად დიდი იყო, რომ ფრანგებმა აკვატორიის დაცვაც გააძლიერეს.
აღსანიშნავია, რომ „მისტრალის“ რუსეთისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ფრანგულ მხარეს ჯერ არ მიუღია. კონტრაქტის რეალიზების წინააღმდეგ აშშ გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები