აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩასატარებელ რეფორმებზე და კორუფციასთან ბრძოლაზე ისაუბრებს. „მისი ყურადღება უკრაინელი ხალხისთვის, პრეზიდენტ პოროშენკოსთვის და უკრაინული მთავრობისთვის აშშ-ს მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ სიგნალზე იქნება ფოკუსირებული“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა. გარდა ამისა, ვიზიტის დროს განიხილება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტები.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი და ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე უკრაინის და აშშ-ს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს დახმარების შესახებ ისაუბრებენ.
საინტერესოა, რომ ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში მის დაბადების დღეს დაემთხვა. 20 მოემბერს ჯო ბაიდენი 72 წლის გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები