ანჯელინა ჯოლიმ სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

 

   ანჯელინამ ჯოლიმ ურნალ „Du Jour“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სამსახიობო კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ ისაუბრა. მსახიობმა განაცხადა, რომ ფილმების გადაღება უფრო მოსწონს, ვიდრე მასში თამაში.
„მე არასდროს მიგრძვნია თავი კამერის წინ კომფორტულად, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ფილმების გადაღებები გამომივიდოდა. რეჟისორის ამპლუაში მე ბევრად ბედნიერი ვარ“, – ამბობს ცნობილი მსახიობი.
ჯოლი სამსახიობო კარიერის დასრულებამდე კინოში რამდენიმე როლის შესრულებას კიდევ აპირებს. უახლოეს მომავალში ჯოლი კინოეკრანებზე ფილმში By the Sea გამოჩნდება, სადაც მას პარტნიორობას ბრედ პიტი უწევს. გარდა ამისა, ანჯელინა მულტფილმ „კუნგ-ფუ პანდას“ კიდევ ერთი ფრანჩიზის გახმოვანებას და ტრილერ „სოლტის“ გაგრძელებაში მონაწილეობას გეგმავს.
„არის რამდენიმე როლი, რომელზეც მე უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ. მე მათ დავასრულებ, სანამ საბოლოოდ წავალ კინოდან“, – განაცხადა ანჯელინამ Entertainment Weekly-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები