გიორგი ქაჯაია: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაერთიანება 7-ჯერ ვნახეთ, ამ 7-ჯერ გაერთიანების შემთხვევაში არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა მათ არ აქვთ
“კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაერთიანება 7-ჯერ ვნახეთ, ამ 7-ჯერ გაერთიანების შემთხვევაში არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა მათ არ აქვთ, არანაირ ღირებულებით ნაწილში მათი თანხვედრა არ არსებობს”,- ამის შესახებ
ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ამ პოლიტიკური ჯგუფებისა და ადამიანების მშობელი პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მშობელზე უარის თქმა, რთულია. ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წარსული ხელს უშლიდათ, 6 თუ 7 მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ: გვარამია, ხოშტარია, ზურა-გირჩი ჯაფარიძე, ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხერხემალი იყვნენ. ამიტომ, მათი განცხადება, რომ თითქოს ცდილობდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამიჯვნოდნენ, მორიგი სპეკულაცია და თვალის ახვევა იყო საზოგადოებისთვის. შემდეგ დაიქსაქსნენ და შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს გარე დამკვეთების ერთ-ერთი დავალებაც კი იყო, მაგრამ როდესაც შეხედეს, რომ ეს ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდნენ საზოგადოებაში, ამის შემდეგ ამ ყველაფრის [გაერთიანების] მთავარმა დირიჟორმა და ორგანიზატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც სანამ შეკრებას გააკეთებდნენ, მანამდე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი და ამ პროცესს მიესალმა. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება ვნახეთ 7-ჯერ, ამ 7-ჯერ გაერთიანების შემთხვევაში არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა მათ არ აქვთ, არანაირ ღირებულებით ნაწილში მათი თანხვედრა არ არსებობს “, – აღნიშნა გიორგი ქაჯაიამ.