ზელენსკის თქმით, კიევმა ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში, სხვადასხვა ქვეყნებიდან დახმარების 11 მოთხოვნა მიიღო
კიევმა უკვე მიიღო, სულ მცირე, 11 მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინელი სპეციალისტების ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე დაწერა,
ერთი დღით ადრე მან გამოაცხადა კონსულტანტების გაგზავნის შესახებ ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბაზების დასაცავად.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ მოთხოვნები მიიღო ირანის მეზობლებისგან, ევროპული ქვეყნებისგან და შეერთებული შტატებისგან.
„არსებობს აშკარა ინტერესი უკრაინის სიცოცხლის დაცვის გამოცდილების, ელექტრონული ომის სისტემებისა და წვრთნების მიმართ. უკრაინა მზადაა დადებითად უპასუხოს იმ ადამიანების თხოვნებს, ვინც დაგვეხმარება უკრაინელი ადამიანების სიცოცხლისა და უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვაში“, – წერს ის.
ზელენსკიმ დასძინა, რომ კიევმა მიღებულ ზოგიერთ მოთხოვნას უკვე უპასუხა.
მანამდე, Bloomberg-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ირანის დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას შესთავაზებდა, თუ მათი ლიდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაარწმუნებდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო.