პარლამენტთან კვიციანის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი განაჩენს პროკურატურისა და სასამართლოს ერთობლივ პროვოკაციას უწოდებენ. აქციის მონაწილეები უკვე მე-4 დღეა შიმშილობენ.
მათი მთავარი მოთხოვნა კი ემზარ კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. კვიციანის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტთან ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ჩემი ძმის განაჩენი ყველას განაჩენია, ვინც ღირსეულია და ვისაც უსამართლობა აწუხებს. უკან არ დავიხევ, მე იმ ღირსებას დავიბრუნებ, მე იმ სამართლიანობას დავიბრუნებ, რომელიც მე გამაჩნდა“, – განაცხადა ემზარ კვიციანის დამ ნორა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

10816152_857847487571079_335980869_n 10814402_857847437571084_212784163_n 10811467_857847517571076_100217229_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები