ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულების, უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქის – ო.ბობოევასა და მ.რუსტამოვას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, მათ ბრალად ედებოდათ უზბეკეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ტრეფიკინგის განხორციელება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბობოევამ და რუსტამოვამ უზბეკეთის რესპუბლიკიდან მოტყუებით ჩამოიყვანეს სამი უზბეკი ქალბატონი, ჩამოართვეს უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და იძულებით, გარკვეული პერიოდი მათ მიმართ ახორციელებდნენ სექსუალურ ექსპლუატაციას.
2014 წლის 19 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებებში ოდინახონ ბობოევაა და მახსუდა რუსტამოვა სრულად ცნო დამნაშავედ. ოდინახონ ბობოევას დანაშაულის ერთობლიობით საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მახსუდა რუსტამოვას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მახსუდა რუსტამოვა მიმალვაში იმყოფება და მასზე გამოცხადებულია ძებნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები