მცხეთის მუზეუმის ახალი კონცეფციის წარდგენა გაიმართება

დღეს გაიმართა მცხეთის მუზეუმის ახალი კონცეფციის წარდგენა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმი, რომელიც წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შევიდა, სამი ძირითადი მიმართულებით განვითარდება:
მცხეთა – ქართული სახელმწიფოებრიობის აკვანი;
მცხეთა – უძველესი მწიგნობრობის ცენტრი;
მცხეთა – წმინდა ქალაქი.
„მუზეუმში გამოფენილია ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა, ციფრული ფორმით – ქრისტიანული პერიოდის ნიმუშები და საარქივო დოკუმენტაცია. ეტაპობრივად დაემატება ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული მასალებიც. ამ ეტაპზე, კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარეობს მუზეუმის სისტემების გამართვა, ფონდებზე მუშაობა, მუზეუმის პერსონალის შერჩევა.
მცხეთის მუზეუმი გახდება ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ცენტრი“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები