საქართველოში გარდაცვლილის განვადებით დაკრძალვა შესაძლებელი გახდა

 სარიტუალო მოსახურების კომპანია „თბილბიურო“ პირველად საქართველოში მომხმარებელს განვადებით დაკრძალვას სთავაზობს. როგორც „კვირას“ კომპანიის მენეჯერმა კოკა სართანიამ განუცხადა, სერვისი ერთი თვის წინ დანერგეს, თუმცა ჯერჯერობით არავის უსარგებლია. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების მხრიდან დაინტერესების საფუძველზე მიიღეს, ამიტომ იმედი აქვთ, რომ მომსახურება აქტიურად ამოქმედდება.
როგორც სართანიამ აღნიშნა, სერვისის შეთავაზების გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიაში მსგავსი შინაარსის ზარებს მოქალაქეები ახორციელებდნენ.
„ახალი დანერგილი გვაქვს. დაახლოებით ერთი თვეა. ამ ეტაპზე მომსახურებით არ უსარგებლიათ, თუმცა დაგვიკავშირდნენ და პირობებით დაინტერესდნენ.
ზოგიერთს ისეთი განრიგი და ფინანსური მდგომარეობა აქვს, რომ მხოლოდ ხელფასზეა დამოკიდებული და მთელი თავისი ბიუჯეტი 1-2 თვით ადრე დაგეგმა. დაინტერესებულ პირს შეუძლია მობრძანდეს, და თუ ბანკში პრობლემა არ აქვს, 15 წუთში უმტკიცდება სესხი, რამდენიც მომსახურებას სჭირდება. განვადება უპროცენტოა. შესაძლებელი ერთწლიანი, სამთვიანი ან რა ვადაც პირს სურს“, – ამბობს სართანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები