მესტვირიშვილი: ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა, – აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან მესტვირიშვილმა დღეს გააკეთა.
კითხვაზე, წლის ბოლოს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ხედავს თუ არა პრობლემას, არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ ამის პრობლემას ვერ ხედავს.
“ამის პრობლემას არ ვხედავ, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, კურსი იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს, როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა”, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები