“დასავლელ პარტნიორებს საქართველოში შერჩევით სამართალთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ აქვთ“
პროკურატურა მუშაობს თავისით, არავითარ პოლიტიკურ ჩარევას ადგილი არ აქვს და არც ექნება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებს საქართველოში შერჩევით სამართალთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ აქვთ. “არავითარი კითხვა მათ არ აქვთ. მათ ძალიან კარგად იციან და აქვთ სრული ინფორმაცია. მე მათ კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ვართ გახსნილი მთავრობა. პროკურატურა მუშაობს თავისით, არავითარ პოლიტიკურ ჩარევას ადგილი არ აქვს და არც ექნება. სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მოსამართლეები არიან თავისუფალნი”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.