მიხეილ სააკაშვილი: მადლობა, ლილი, ყველაფრისათვის!

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გმირის გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“საქართველოს ეროვნული გმირის დედამ, ლილი ანწუხელიძემ დაგვტოვა. მას ბევრჯერ შევხვედრივარ და ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ გმირები შემთხვევით ოჯახებში არ იბადებიან. საკუთარ პრობლემებზე არასდროს დაუჩივლია, სულ სხვა ადამიანების გასაჭირზე მესაუბრებოდა. თავშეკავებული და უზომოდ ღირსეული იყო თავისი შვილის გლოვაშიც კი. ძალზედ ამაყობდა გიორგით, მაგრამ ბევრს არც მასზე ლაპარაკობდა. ნამდვილი მეომრის დედა იყო ლამაზი თუშური სოფლიდან, ზუსტად ისეთი, როგორიც საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინეს საქართველო. ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე და ყველა ნამდვილმა ქართველმა უნდა ვუთხრათ – მადლობა, ლილი, ყველაფრისათვის!” – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები