თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების 678 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის ქუჩის 186 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, გროზნოს, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის და ქინქლაძის ქუჩების 450 აბონენტს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წინანდლის ქუჩის 23 აბონენტს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის და ხორავას ქუჩების 448 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.