„ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა“ -წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

20 ნოემბერს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ბალანჩინის სახელობის დარბაზში ელიზაბედ კენდელის წიგნის „ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი XX საუკუნის ამერიკელი (წარმოშობით – ქართველი) ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავად ხათუნა ბასილაშვილმა თარგმნა. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლად არის მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია.
წიგნის ავტორია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ბალეტის კრიტიკოსი ელიზაბედ კენდელი. იგი იყენებს ბალანჩინის თანამედროვეთა მემუარებს და იმდროინდელ პუბლიკაციებს; ასევე, რუსეთის, ფინეთის, ამერიკისა და საქართველოს არქივებში ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალას.
წიგნი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში და გამოიცა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები