თამაზ ჯაფარიძე ჟურნალისტებს ჩაცმის სტილს უწუნებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრ თამაზ ჯაფარიძეს პარლამენტში ჟურნალისტების ჩაცმის სტილი არ მოსწონს.მედიის წარმომადგენლების ჩაცმულობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ჯაფარიძემ განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გამოხატა, სადაც დეპუტატები საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესებში ცვლილებებზე მსჯელობდნენ.
“მოდის ისეთი თაობა და ისეთი პერიოდი, რომ… ამას წინათ, აქ შემოვიდა ვიღაც და უკაცრავად, “ტერნიაჟით” იჯდა. შეიძლება კომიტეტის სხდომაზე კორესპონდენტი „მაიკით“ შემოვიდეს? ეს არ შეიძლება. ამას უნდა თავისი კანონი. ყველაფრის თავის ჭკუაზე მიშვება შეიძლება?! – არ შეიძლება”, – განაცხადა ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები