საქართველო ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის მეორე ეტაპზე გადადის
„საქართველოს ხელისუფლებას ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის მეორე ეტაპის შესრულებისთვის, დამატებით საერთაშორისო ვიზიტების განხორციელება მოუწევს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.
მისი განცხადებით, ვიზის ლიბერალიზაციის ეტაპის წარმატებით გავლა საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მუშაობის, სწავლის და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მოუტანს.
„ ჩვენ საგარეო ასპარეზზე დამატებითი ვიზიტების განხორციელება მოგვიწევს, რომ რიგის სამიტამდე შევძლოთ მაქსიმალურად შევასრულოთ ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის მეორე ეტაპი. ეს ჩვენი მოქალაქეებისათვის გადაადგილების, ევროპაში სამუშაოს ძებნის, განათლების მიღების თავისუფლებას ნიშნავს“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.