დაკარგული 21 წლის თორნიკე გოგოლაძე გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ ცემში მცხოვრები 21 წლის თორნიკე გოგოლაძე, რომელიც ნომებრის დასაწყისში გაუჩინარდა გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდას ცხედარი ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთსა და ტეზერს შორის, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მწყემსმა 14 ნოემბერს აღმოაჩინა და სამართალდამცველებს შეატყობინა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, თორნიკე გოგოლაძე გაყინვის შედეგად გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ცემში მცხოვრებ ახალგაზრდას ოჯახის წევრები და სამართალდამცველები 3 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. მშობლების ინფორმაციით, ის ბოლოს ნატახტარის ლტოლვილთა დასახლებიდან 3 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით არის აღძრული.