“საქართველოს რკინიგზის” შემოსავლებმა 387,0 მილიონი ლარი შეადგინა

„საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, შემოსავლებმა 387,0 მლნ ლარი შეადგინა. როგორც „საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, აღნიშნული მაჩვენებელი 7,7%-ით (27,8 მლნ. ლარი) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
კომპანიის ცნობით, სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავალი 3,9%-ით (10,5 მლნ. ლარი) არის გაზრდილი და 278,3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც განპირობებულია მშრალი ტვირთებისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდით, კერძოდ, “საქართველოს რკინიგზის” ცნობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შავი ლითონის და ჯართის, შაქრის, სამშენებლო ტვირთების და მარცვლეულის გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი.
“მზარდი დინამიკით გამოირჩევა ასევე სამრეწველო ნედლეული და ხორცის მრეწველობის პროდუქცია, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ასევე 2014 წლის განმავლობაში. სხვა სატვირთო ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 93,4 მლნ. ლარი, რაც 20,9%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 8.4%-ით გაიზარდა სამგზავრო გადაყვანებიდან შემოსავალი და შეადგინა 15.2 მლნ. ლარი. კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა თანამშრომელთა შრომის ანაზრაურების ფონდი 7,8%-ით (7,7 მლნ. ლარი) 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, თუმცა მთლიანად საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა 4,8%-ით (12,6 მლნ. ლარი), რაც კომპანიის განმარტებით, დადებითად აისახა კომპანიის EBITDA-ზე (საოპერაციო მოგება).
კომპანიის EBITDA-მ 2014 წლის 9 თვის მონაცემებით 189,1 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 11,4%-ით (19,4 მლნ. ლარი) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. კომპანიის წმინდა მოგებამ 2014 წლის 9 თვის მონაცემებით 77,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 0,8%-ით (630 ათასი ლარით) მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე”, – აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები