კალაძე: სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ყოველწლიურად 70 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხაზებისა და ქვესადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები ძალიან მძიმე პირობებში იმყოფება.
“რეგიონებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ძალიან მძიმე პირობებში არის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები. ძალიან დიდი თანხებია საჭირო, რომ მოხდეს ამ ყველაფრის რეაბილიტაცია. “ენერგო პროსთან” კონსულტაციის შედეგად შევთანხმდით, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები