“რუსთავი- 2” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “რუსთავი- 2” საგანგებო განცხადებას ავრცელებს. “კვირა” ტელევიზიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„რუსთავი 2“ ბოლო დროს ინტერნეტში მის გარშემო გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, მეგაშოუ „ნიჭიერის“ ვითომ დახურვის შესახებ, დღეს კი – „რუსთავი 2“-ის წამყვანის ნიკა არაბიძის გარდაცვალების შესახებ.
გაცნობებთ, რომ არცერთი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მეგაშოუ „ნიჭიერი“ გრძელდება და დღეს ახალ, უფრო საინტერესო ეპიზოდს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება ნიკა არაბიძეს, ის ცოცხალია და ამაში შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ ამავე მასალაზე მიბმული ვიდეოს ნახვის შემდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები