როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში -ამინდის პროგნოზი
დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდები 22 ნომებრამდე გაგრძელდება, კახეთსა და თბილისში ნალექიანი ამინდები 22 ნოემბრის შემდეგაცაა მოსალოდნელი.
“აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია, ზოგიერთ რაიონში ნისლით. ჰაერის ტემპერატურა 8-დან 12 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექოდ მოიღრუბლება. ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება. თბილისსა და კახეთში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. თუმცა არამდგრადი ამინდები 22 ნოემბრამდე კვლავ გაგრძელდება“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მაღალმთიან რაიონებში, ღამის საათებში თოვლია მოსალოდნელი.