„ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა, ბარაკ ობამას შეხვდეს“
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამასაც შეხვდეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
“დეტალები არ ვიცი, თუმცა შესაძლოა პრეზიდენტთანაც იყოს შეხვედრა. რაც შეეხება ამერიკას, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის შეხვედრები უფრო განამტკიცებს ურთიერთობებს”, – განაცხადა კახა კალაძემ. 22 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით საქართველოს დელეგაცია პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამართავს.